LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი მილიონი მოუტანა ევრო 2016-მა უეფას

18

უეფამ ევროპის ჩემპიონატზე 830 მილიონი ევრო იშოვა.
ტურნირის შემოსავალმა თითქმის 2 მილიარდი ევრო შეადგინა.

„შემოსავალმა 1.93 მილიარდი შეადგინა, ტურნირის ჩატარება კი 1.1 მილიარდი დაჯდა. ამრიგად, უეფამ ამ ევროპის ჩემპიონატზე 830 მილიონი გამოიმუშავა“, – ფულზე უეფას კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პედრუ პინტუმ ილაპარაკა.

ევრო 2016-ს საფრანგეთის 10 ქალაქი მასპინძლობდა. დარჩა ერთი თამაში: კვირას, პარიზში ფინალში ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთი და პორტუგალია შეხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები