LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი პროცენტით გაძვირდა ბინები თბილისში – ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

166
beautiful-panoramic-view-of-tbilisi-city-georgia-europe-KPG7WD (1)

2023 წლის თებერვალში თბილისში 3 421 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას Colliers Georgia აქვეყნებს. Recov.ge-ს ბოლო მონაცემებით, ერთ წელში ბაზრის ზომამ 21%-ით მოიმატა და 190 მლნ დოლარი შეადგინა.

მათი ცნობით, წინა თვეში, ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 53%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 9%-ით შემცირდა.

ბათუმში ბინების ფასი გაიზარდა - რამდენი ბინა გაიყიდა თებერვალში

საანგარიშო პერიოდში 230%-ითაა გაზრდილი მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 19%-იანი და 40%-იანი ზრდა დაფიქსირდა.  

როგორც განახლებული ინფორმაციიდან ირკვევა, ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი წლიურად 7%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ფასს, წინა თვეში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ფართო ცენტრში 16%-ით გაიზარდა, გარეუბნებში – 12%-ით, ქალაქის ცენტრში კი – 11%-ით.

თებერვალში ძველი ბინების საშუალო შეწონილმა გასაყიდმა ფასმა 9%-ით მოიმატა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 2% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g