რამდენი საჯარიმო ქვითარია გამოწერილი ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა” გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ტარიელ ირემაძემ ისაუბრა.
რა მიზანს ემსახურება ხილული გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი?
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა და ეფექტური სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი, ჰაერის დამაბინძურებლების – გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლია.
სად ხორციელდება კონტროლი ?
კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლები, 2023 წლიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებენ. კანონის ამოქმედებიდან 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით, გამოწერილია 9870 ჯარიმა.
როგორია აპრილის სტატისტიკა?
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 1 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით ელექტრონული სისტემის შესაბამისად, გამოწერილია 178საჯარიმო ქვითარი ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემისთვის. მათგან 151 საჯარიმო ქვითარი გამოწერილია ფიზიკური პირის სახელზე, 27 კი – იურიდიული პირის.
საჯარიმო ქვითრები ქალაქების მიხედვით:
სულ 178 ქვითარი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2025 წლის 15 აპრილის ჩათვლით ელექტრონული სისტემის შესაბამისად, გამოწერილია 9870 საჯარიმო ქვითარი ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემისთვის, მათგან 8405 ფიზიკური პირია, 1287 კი – იურიდიული.
საჯარიმო ქვითრები ქალაქების მიხედვით:
სულ 9870 ქვითარი.