კორონავირუსით 17 აგვისტოს გარდაცვლილი 7 თვის ფეხმძიმე ქალი 30 წლის თეონა აბაშიძეა.
ის ლაგოდეხში, სოფელ ჰერეთისკარში ცხოვრობდა.
კორონავირუსით 7 თვის ორსული გარდაიცვალა: "ექიმებმა გააკეთეს მაქსიმუმი, თუმცა შედეგი არ დადგა"
"არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი".
თავდაპირველად, მისი მდგომარეობა სტაბილურად შეფასდა, თუმცა 12 აგვისტოს ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი 7 თვის ორსული ქალი ვაქცინირებული არ იყო, რამაც ცუდი როლი ითამაშა.
რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა თეონას მამა, 57 წლის ჯემალ აბაშიძე.
იგი კვირას დაკრძალეს. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
კოვიდით იყვნენ ინფიცირებული თეონას მეუღლე და წლინახევრის შვილი. მათ კოვიდი დამარცხეს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს 49 ადამიანი ემსხვერპლა.