LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე მოსამართლე კეთილსინდისიერის კრიტერიუმით არ შევაფასე – ნაზი ჯანეზაშვილი

103

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ უვადო მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატებმა უკვე იციან, თუ როგორ შეაფასა მან ისინი ამ პოზიციაზე გასამწესებლად.

ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი კონფიდენციალურია და ვერ აკონკრეტებს, საიდან გასაჯაროვდა ის ინფორმაცია, თუ ვის რა კრიტერიუმი მიანიჭა.

როგორც ცნობილია, იუსტიცის უმაღლესმა საბჭომ უვადო მოსამართლეობის მსურველ 38 კანდიდატს კენჭი დღეს უნდა უყაროს, თუმცა კენჭისყრა ჯერჯერობით არ დაწყებულა. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, სხდომა ჯერ გახსნილი არაა და არც ის არის ცნობილი, ჩატარდება თუ არა სხდომა.

“როგორც ცნობილია, მოსამართლეები ფასდებიან კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. მე, როგორც საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ბუნებრივია, უფლება მაქვს, რომ მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც სწორად მივიჩნევ. როგორც იცით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმი კიდევ მოიცავს ქვეკრიტერიუმებს, რომელშიც არის, მაგალითად, მოსამართლის რეპუტაცია, დამოუკიდებლობა და ა.შ. მე ღიად ვაცხადებ, რომ რამდენიმე ადამიანი არ შევაფასე კეთილსინდისიერის კრიტერიუმით, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერ აკმაყოფილებენ მინიმალურ სტანდარტს.

“დღეს ასევე გამოქვეყნდა მესამე სექტორის განცხადება, სადაც საუბარია საბჭოს წევრების მიმართ არაეთიკურ მიმართვებზე. ჩემს მიმართ იყო ასეთი არაეთიკური მიმართვა საბჭოს დახურულ სხდომაზე, რომელიც ჯერ არც გახსნილა. ეჭვი მაქვს, რომ ჩემი შეფასება, რომელიც მე გადავეცი შეფასების დეპარტამენტს, არ არის კონფიდენციალური, ვინაიდან, პირდაპირ ჩემს მიმართ იყო ეს მომართვიანობა საბჭოს იმ წევრების მხრიდან, რომლებსაც არ მოეწონათ ჩემი შეფასება. ვაცხადებ, რომ ეს არის სერიოზული პრობლემა, ვინაიდან ვისაც ვაფასებ, მან არ უნდა იცოდეს, თუ რა კრიტერიუმით ვაფასებ.

“ზეწოლა ჩემს მიმართ არ ყოფილა, თუმცა ეს დამოკიდებულება მე, როგორც საბჭოს წევრს, რთულ მდგომარეობაში მაყენებს, რომ განვახორციელო ჩემი ფუნქციები,” –  განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g