კონსტიტუციის პროექტის შემოთავაზებულ ცვლილებებში რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა უდავოდ დაზარალდება. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნმა, დავით რაქვიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გაგრძელდება კონსულტაციები საკონსტიტუციო ცვლილებების იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სისტემას და თავდაცვისუნარიანობას ეხება.
რეხვიაშვილი ამბობს, რომ შემოთავაზებულ ცვლილებებში რამდენიმე კრიტიკული მიმართულებაა, ეს ეხება როგორც სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, ასევე მთავარსარდლის შეზღუდულ ფუნქციას და მის ფიქტიურ როლზე გადაყვანას.