LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე შეხვედრა გვექნება, ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს – დავითაშვილი

69
ipiccy_image

ეკონომიკის მინისტრს მოლოდინი აქვს, რომ საწვავის ფასები შემცირდა. როგორც მან განაცხადა, კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საცალო ქსელებში არსებული საწვავის ფასი არ არის საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან თანხვედრაში.

„კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი, მას აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გავაზიარეთ. შაბათს გვქონდა შეხვედრა. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე, ღიად, საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ანუ ის ზრდის ეფექტი, რომელიც იყო, არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. ყოველ შემთხვევაში, მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს ინერცია იყო რამდენიმეკვირიანი. ამ რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა ეს ე.წ. ტაბლოებზე ანუ საწვავის საცალო ფასები მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მეტი კომუნიკაციაა საჭირო საწვავის როგორც საცალო გამყიდველებთან, ისე იმპორტიორებთან. პრემიერის დავალებით მე და ეკონომიკურ გუნდს გვექნება კონკურენციის სააგენტოსთან ერთად უშუალო დიალოგი. რამდენიმე დღე მათთან ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის მიგნებები ან დადასტურდეს კომპანიების მხრიდან და მოხდეს ფასების კორექტირება, ან ჩვენ ველოდებით რაიმე მყარ არგუმენტებს, რომელიც არ მგონია რომ არსებობდეს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს. ამ კუთხით, დღესვე შევხვდებით ერთ ჯგუფს, რამდენიმე შეხვედრა გვექნება კვირის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ გარკვეული შედეგის მომცემი იქნება,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g