გვინეტ პელტროუ 17 წლის ვაჟთან ერთად ჰემპტონში ვარსკვლავურ ღონისძიებას დაესწრო. საზოგადოება გააოცა პელტროუს საგრძნობლად შეცვლილმა ვიზუალმა.
„რამდენიმე თვეში დაბერებული“, „ძალიან შეიცვალა“, „ეს გვინეტია?, ვერ ვიცანით“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, პელტროუს პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიუმართავს. 50 წლის მსახიობის თქმით, მას არც ინექციური კოსმეტოლოგიის პროცედურა ჩაუტარებია.
შეგახსენებთ, ბოლოს მსახიობი The Daily Front Row-ის რიგით მე-7 დაჯილდოების ცერემონიალზე ოთხი თვის წინ გამოჩნდა. ვარსკვლავმა თავისი სადა და დახვეწილი „ლუქით“ ყველა დაჩრდილა. ის შესანიშნავად გამოიყურებოდა.
„ცოტა ფრთხილად იყავი!“ – გვინეტ პელტროუს ინტიმურმა საუბრებმა ბენ აფლეკის შესახებ, ჯეი ლო აალაპარაკა