LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოტა ფრთხილად იყავი!“ – გვინეტ პელტროუს ინტიმურმა საუბრებმა ბენ აფლეკის შესახებ, ჯეი ლო აალაპარაკა

9387
page

რამდენიმე დღის წინ, 50 წლის გვინეტ პელტროუ მსოფლიოში ყველაზე სასურველ მამაკაცებზე ალაპარაკდა და ინტიმური დეტალებიც გააჟღერა. მსახიობმა ბრედ პიტი და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ ბენი საწოლში ბრედზე უკეთესი იყო და მას უკეთესი ტექნიკა ჰქონდა.

რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა – გვინეტ პელტროუ ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ერთმანეთს ადარებს

ცხადია, აღნიშნული კომენტარი უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჯენიფერ ლოპესს, თუმცა, ჯეი ლომ ინტიმური დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა და ბენის სხვა თვისებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ის არაჩვეულებრივი ბიჭია, ბრწყინვალე მამა, ის საუკეთესო მამაა, ვინც კი ოდესმე მინახავს. ცრემლებიც კი მერევა ხოლმე ამის გამო. ზოგჯერ აქეთ მასწავლის ბავშვებთან ურთიერთობას“, – აცხადებს ჯენიფერი.

ბენ აფლეკის ქება-დიდებას უამრავი სახალისო კომენტარი მოჰყვა.

„გვინეტ ცოტა ფრთხილად იყავი!“, „ჯეი ლომ ღირსეულად დაახასიათა ბენი“, „ჯეი ლო, შენც გვითხარი ბენზე ინტიმური დეტალები“,  – წერენ კომენტარებში.

„თაფლობის თვე გრძელდება“ – „ბენიფერი“ წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები