დღეს ცნობილი ხდება, რომ „ჯეიმს ბონდის” ახალი ფილმში, რომლის სამუშაო სახელწოდებაა „ჯეიმ ბონდი 25“, ერთ-ერთ მთავარ როლს „ოსკაროსანი“ რამი მალეკი შეასრულებს. ფილმში ჯეიმს ბონდის როლზე კვლავ დენიელ კრეიგი დაამტკიცეს, მალეკს კი მისი მთავარი მოწინააღმდეგის როლი ერგება. „ვერიეთის“ ცნობით, მალეკი პარალელურად სერიალ „მისტერ რობოტის“ გაგრძელებაზე მუშაობს, ანუ ის ერთდროულად ორი მასშტაბური პროექტით დაკავდება. კიდევ ერთი ახალი ამბავი ისაა, რომ „ჯეიმს ბონდის გოგო“ წელს „ოსკაროსანი“ ლუპიტა ნიონგო იქნება.