რამი მალეკმა ლუსი ბოინტონთან რომანი საჯაროდ დაადასტურა. საინტერესოა, რომ 37 წლის ვარსკვლავი 24 წლის გოგონას სიყვარულში ,,პალმ სპრინგსის საერთაშორისო კინოფესტივალზე”, პირდაპირ სცენიდან გამოუტყდა. საღამოზე ,,მისტერ რობოტი” ,,წლის გარღვევის” ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.
,,შენ ჩემი მოკავშირე, ჩემი რწმენა, ჩემი სიყვარული ხარ და მე შენ ძალიან გაფასებ”, – თქვა ამერიკელმა მსახიობმა სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანის შესახებ ხმები გასული წლის შემოდგომიდან დადის. ისინი ერთმანეთის პარტნიორებად მოგვევლინნენ ფილმში ,,ბოჰემური რაფსოდია”, რომელიც ,,ოქროს გლობუსზე” ორ ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა.