LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამილია ალიევა: „ალბათ, სააკაშვილის ბიბლიოთეკაში წიგნებს რცხვენიათ…“

932

„20-30“-ის ჟურნალისტი, რამილია ალიევა სოციალურ ქსელში სააკაშვილის ბიბლიოთეკის შესახებ წერს და ამგვარად ეხმიანება იმას, რაც დღეს დილით მოხდა. მოგეხსენებათ, ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია სააკაშვილის ბიბლიოთეკის ექსტერიერი, რომელიც წითლად გახლავთ შეღებილი…

რამილია ელიევა წერს:

„ალბათ, სააკაშვილის ბიბლიოთეკაში წიგნებს რცხვენიათ… რცხვენიათ იმის გამო, რომ ძალადობის რეჟიმის სახელით თაროებზე მოუწიათ ყოფნა.

მესმის, ყველას აქვს სადღაც ქვეცნობიერში დამალული ოცნება. სააკაშვილსაც ჰქონდა ოცნება – ისტორიაში დარჩენის. ოცნება აუსრულდა. საქართველოს ისტორიაში მისი სახელი დარჩება აუცილებლად. მისი მმართველობის 9 წელი დარჩება პირადი სურვილების დასაკმაყოფილებლად არადამიანური მოპყრობის ფურცლებად…

ისიც მესმის, რომ სააკაშვილი 50-100 ქართველისთვის დარჩება საყვარელ პრეზიდენტად, ეს ნორმალური მოვლენაა… მაკიაველისაც ჰყავდა მხარდამჭერები, დღესაც ჰყავს…

ისე, რას ვერჩი სააკაშვილს, იქნებ, მაგას ისტორიაში ზუსტად  ასეთი სახით დარჩენა სურდა… იქნებ, ქვეცნობიერში ჰიტლერობა სურდა ბავშობიდან…
მაგრამ წიგნებმა რა დააშავეს… რას ერჩოდა წიგნებს, რომ ძალადობის სახელით დააპატიმრა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g