LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი – ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

415
24172835-1363578417104960-6107804930277079197-o (1)

“ტაბულას” დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებს. თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ-ერთ პოსტში წერს, რომ “მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან”.

ჩერგოლეიშვილი ამ სტატუსით მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გიგა ბოკერიას კრიტიკას ეხმაურება. 

საქართველოში 600 ეკლესია ავაშენე - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას ქრისტიანობის წინააღმდეგ ქმედებებში ადამაშაულებს

მისი თქმით, საწყენია, სააკაშვილმა ასეთ მდგომარეობაში რომ ჩაიგდო თავი.

„თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით, დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა.

სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს. მის გადასარჩენადაც ჯობდა, თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო. არადა, რა საწყენია, რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“, – წერს ჩერგოლეიშვილი. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, რომ ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა “ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g