LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში 600 ეკლესია ავაშენე – მიხეილ სააკაშვილი

575
70643069-2709454755751555-7443155771094728704-o (1) (1)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მწვავე განცხადებები და ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკა – მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერია ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ქმედებებში დაადანაშაულა.

“ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დისტანცირება მომხდარიყო „ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან”, – ამბობს სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში.  

ამის შემდეგ კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამ კუთხით საკუთარ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან თავის დროზე 600 ეკლესია ააშენა. 

ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი...

ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის,- განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g