LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რანიერი ხუთეულში შევიდა: ვინ იგებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტად

33

პრემიერლიგაში პროცენტულად ყველაზე მეტი მოგებული მატჩების მიხედვით რანიერი მე-5 ადგილს იკავებს, ლიდერი კი ფერგიუსონია.

„ბორნმუთთან“ მატჩი (0:1) „ლესტერის“ იტალიელი თავკაცის კლაუდიო რანიერისთვის მე-200 გამოდგა ინგლისის ჩემპიონატში.

მოგებული თამაშების პროცენტით იტალიელი სპეციალისტი პრემიერლიგის ისტორიაში მეხუთე ადგილს იკავებს (51,5%) და ჩამორჩება ალექს ფერგიუსონს (810 მატჩი, 65,2%), ჟოზე მოურინიოს (228, 64,5%), არსენ ვენგერს (768, 57,8%) და რაფელ ბენიტესს (264, 54,5%).

რეიტინგში მხოლოდ ის მწვრთნელები გაითვალისწინეს, ვისაც 200 მატჩი მაინც აქვთ ჩატარებული.

რანიერიმ 146 მატჩი ჩაატარა „ჩელსიში“ (2000-2004) და 54 – „ლესტერში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები