LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რანინელი” სანდრო გურგენაძის დედას, დახმარება სჭირდება, 31 წლის ეკა გეფერიძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა – „გთხოვთ დაეხმაროთ ჩვენი სანდროს ოჯახს დედის გამოჯანმრთელებაში”- „რანინა”

328
სანდრო გურგენაძის დედა, ეკა გეფერაძე

„რანინას” ფინალისტის, სანდრო გურგენაძის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, 31 წლის ეკა გეფერიძეს, რომელსაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამგზავრება” – ამის შესახებ ინფორმაციას, საბავშვო მუსიკალური შოუ „რანინა” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც „რანინას” „ფეისბუკის” გვერდზე ვკითხულობთ, სანდროს დედას გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის, დიდი თანხა ესაჭიროება, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს:

„მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით. „რანინას” ფინალისტის, სანდრო გურგენაძის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე.

31 წლის ეკა გეფერიძეს, რომელსაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გამგზავრება, გამოკვლევებისა და მკურნალობის დაგეგმვისთვის, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა ფინანსურად გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, ამიტომ გთხოვთ, ჩვენთან ერთად დაეხმაროთ ჩვენი სანდროს ოჯახს დედის გამოჯანმრთელებაში.

საქართველოს ბანკი: GE06BG0000000602585169

თიბისი ბანკი: GE78TB7912045068100056

მიმღები: ეკა გეფერიძე” – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით. “რანინას” ფინალისტის, სანდრო გურგენაძის დედას დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე. 31 წლის…

Posted by რანინა • 1tv.ge on პარასკევი, 13 სექტემბერი, 2024


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები