სტატისტიკურ მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესმა პორტალმა Ranking Royals 2024 წელს ექსპატრიანტებს შორის პოპულარული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა.
კვლევას საფუძვლად მსოფლიოს 35 ქვეყნის 53 ქალაქში მცხოვრები 12 500 ექსპატრიანტის გამოკითხვა დაედო. გამოკითხულები ქალაქებს ისეთი ინდიკატორების მიხედვით აფასებდნენ, როგორებიცაა: ცხოვრების ხარისხი, დასახლების სიმარტივე, პირადი ფინანსები და ა.შ.
რეიტინგის სამეული ესპანურმა ქალაქებმა – ვალენსიამ, მალაგამ და ალიკანტემ დაიკავეს. როგორც ირკვევა, ცხოვრების აუღელვებელი ტემპი და ისეთი კულტურული ტრადიციები, როგორებიაა სიესტა, ხანგრძლივი ვახშამი და ფესტივალები ექსპატრიანტებს განსაკუთრებულად იზიდავთ.
რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ: პანამა, მეხიკო, ბანგკოკი, მადრიდი, აბუ-დაბი, დუბაი და ვენა.
შეგახსენებთ, ექსპატრიანტი სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე ან დროებით მცხოვრები პირია.
