LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაო, დაიწყო „მშვიდობით დაბრუნება“ გუგუტიანთკარში? – უჩა ნანუაშვილი

192
nanuashvili

რაო, დაიწყო “მშვიდობით დაბრუნება” გუგუტიანთკარში? – ასე ეხმიანება ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესს და ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ ფილმს ” ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”. 

რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი, კი ბატონოო – საკრებულოს წევრი

როგორც ის ამბობს, ოკუპანტებს სოფლის სარწყავი რეზერვუარის დატოვება სთხოვა.

“შემდეგ სერიაში არ გამოგრჩეთ, აღა მაჰმად ხანი რომ ვაიძულეთ თბილისში შემოჭრილიყო 1795 ში,”–წერს უჩა ნანუაშვილი.

ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 11 აგვისტოს გავიდა, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა.

აღარ წავიყვან გადაცემას იმედზე - გეგელია ქრონიკის ჟურნალისტების პროტესტს უერთდება

არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული ფილმის ხარისხს და სულისკვეთებას.

ფილმში აგვისტოს ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლებაა დადანაშაულებული და ომის დაწყება განხილულია, როგორც მექანიზმი სააკაშვილისთვის, რამაც შესაძლებლობა მისცა მას დაებრუნებინა “დაკარგული ლეგიტიმაცია”.

“კრემლისთვის ძნელად თუ მოიძებნება სააკაშვილზე ხელსაყრელი პოლიტიკოსი რუსული ჩექმის სამხრეთ კავკასიაში კვლავ შემოსადგმელად. ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის შემოქმედებმა. მათ მიაღწიეს უპირველეს მიზანს – მოიპოვეს ლეგიტიმაციის საჭირო ხარისხი და შეინარჩუნეს ძალაუფლება“, – სწორედ ასე იხსნება ფილმში აგვისტოს ომის ანთოლოგია – სრული პასუხისმგებლობის ყოფილ ხელისუფლებაზე გადატანა და რუსეთის ფაქტორის შემცირება”, – ასე აფასებს მედიაჩეკერი “იმედის” ეთერში გასულ ფილმს.

არ ვიზიარებ! – ,,ქრონიკის” ჟურნალისტები იმედზე გასულ ფილმს ემიჯნებიან

 

magti 5g