ლიდერ დეველოპერულ კომპანია „არქის“ ამ დროისთვის თბილისის ყველა უბანში 45 დასრულებული და 20 მიმდინარე პროექტი აქვს. ამ უბნების სიაშია ორი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბნები დიღომი და გლდანიც.
აღსანიშნავია, რომ „არქის“ პროექტები ორივე უბანში მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. რადგან ორივე უბანში ბინების შეძენაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, მოგიყვებით, რა არჩევანს გთავაზობთ „არქი“ ამ სწრაფად განვითარებად უბნებში.
არქის მიმდინარე პროექტი გლდანში
გლდანი არის ინფრასტრუქტურულად განვითარებული უბანი, სადაც ყველაფერია კომფორტული ცხოვრებისთვის. არქის ბინები გლდანში ხელმისაწვდომია მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში „არქი ახმეტელი“. კომპლექსი აერთიანებს ორ 23 და 25-სართულიან სახლს, 5 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, დასასვენებელ, საბავშვო გასართობ სივრცეებს და მოსახერხებელ ადგილას, მეტროსადგურ ახმეტელიდან 5 წუთის სავალზე მდებარეობს.
„არქი ახმეტელს“ საცხოვრებლად კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მის გარშემო სრულყოფილად განვითარებული ინფრასტრუქტურა. მეტროსადგურის გარდა, საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ არის საკვები ობიექტები, სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ და „სითი მოლი გლდანი“, გასართობი ცენტრები, ყოველდღიურობის გასამარტივებლად საჭირო სხვადასხვა მომსახურების ცენტრი და დაწესებულებები.
„არქი ახმეტელი“ არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს, იცხოვრონ კომფორტულად, რადგან „არქი“ მათზე მორგებულ ბინების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ხოლო კომპლექსის საუკეთესო მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ „არქელებმა“ უბნის დატოვების გარეშე მიიღონ სხვადასხვა საჭირო მომსახურება და დაზოგონ დრო.
არქის მიმდინარე პროექტები დიღომში
მათ, ვისაც სწრაფად განვითარებად და მყუდრო უბანში სურთ ცხოვრება, შესაძლებლობა აქვთ, ბინები დიღომში სამ მიმდინარე პროექტში შეიძინონ:
• პრემიუმ კლასის კომპლექსი არქი რივერთაუნი – საცხოვრებელი კომპლექსი მათთვისაა, ვისაც სურს ბინა პრესტიჟულ ადგილას ჰქონდეს და იცხოვროს ყოველდღიურ კომფორტში. არქი რივერთაუნის გამწვანებულ ეზოში მოწყობილი ინფრასტრუქტურა იძლევა, ერთ სივრცეში განთავსდება: ღია აუზი, სპა და ფიტნეს დარბაზი, კაფეები, ლაუნჯი და დასასვენებელი სივრცეები, სუპერმარკეტი და აფთიაქი, კეთილმოწყობილი სკვერი და სპორტული მოედანი. საცხოვრებელი კომპლექსი დიღომი 8-ში მდებარეობს, რომელიც არის გამორჩეული და პრესტიჟული უბანი.
• საცხოვრებელი კომპლექსი არქი ხეივანი – კომპლექსი დიღომში, აღმაშენებლის ხეივნის მე-14 კმ-ზე, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ შენდება და გამოირჩევა დახვეწილი, ესთეტიკური არქიტექტურით. ეს კომპლექსი საუკეთესოა მათთვის, ვისაც სიმწვანეში ცხოვრება სურს, რადგან არქი ხეივანს საკუთარი 12 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო აქვს, სადაც კეთილმოწყობილი სკვერი, საბავშვო გასართობი სივრცეები და სპორტული მოედნები განთავსდება.
• კომპლექსი არქი დიღომი 3 – საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ შენდება და მის ადგილმდებარეობას განსაკუთრებულს ხდის ის, რომ მერიის გადაწყვეტილებით კომპლექსის მიმდებარედ რამდენიმე გზა უნდა დაემატოს. ახალი გზების მეშვეობით არქი დიღომი 3-ში მოხვედრა შესაძლებელი იქნება აღმაშენებლის ხეივნიდან, ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის გამზირებიდან. კომპლექსი ასევე გამოირჩევა სახასიათო სტილის ექსტერიერით. არქი დიღომი 3-ის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ კომპლექსის გამწვანებულ ეზოში არსებული სკვერით და სპორტული მოედნებით, ხოლო, პატარა „არქელებისთვის“ მოეწყობა გასართობი სივრცეები.
არქის მშენებლობის ხარისხი და ბინის შეძენის პირობები
„არქის“ ყველა საცხოვრებელი სახლი შენდება უმაღლესი ხარისხის მასალით. ერთ-ერთი გამორჩეულია გერმანული ბრენდის YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც სხვა სამშენებლო ბლოკებთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს და საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. „არქიში“ ბინის შეძენა მოსახერხებელი გადახდის პირობებით არის შესაძლებელი. კომპანია ბინის შეძენის მსურველებს 12 წლამდე განვადებას სთავაზობს პირველადი შენატანის გარეშე. ხოლო მათ, ვისაც ბინის შეძენა ერთიანი გადახდით სურს, „არქის“ სპეციალური ფასდაკლებები აქვს.
„არქი“ გამოირჩევან მომსახურების მაღალი დონით და სწრაფი სერვისით. ბინის შეძენის ყველა მსურველს პერსონალური მრჩეველი გაუწევს კონსულტაციას და დაეხმარება სწორედ ისეთი ბინის შერჩევაში, როგორიც მომხმარებელს სურს. კონსულტაციისთვის შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22