LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას იხსენებს ხატია სიჭინავა: „მერაბ სეფაშვილს შეეშინდა ეთერში გაშვება, მაგრამ გარისკა…“

51

ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში იხსენებს დროს, როდესაც ტელეეკრანზე ჩანდა და გადაცემები მიჰყავდა.

„მომენატრა გიჟურ რიტმში მუშობა, მაყურებელი, ზღვა ემოცია… შეიძლება, ძალიან დიდი დრო გავიდა მაშ შემდეგ, რაც ეკრანზე საკუთარი გადაცემით არ წარვდგარვარ, მაგრამ ეს ენერგეტიკა ოდნავაც არ გამნელებია… თვალებს შიგნით, ჩემს გულშია და დაცლას მთხოვს.

ცუდია, რომ არავის შეწუხება არ მიყვარს და ჩემში არ ზის თხოვნები და ვედრებები. თუ არ ვიცი, დღეს ეს როგორ ხდება.

როცა ჩვენ გავაკეთეთ თოქშოუ „სტერეოზე“, მაშინ საერთოდ არ არსებობდა სატელევიზიო სივრცეშ მსგავსი გადაცემები. მერაბ სეფაშვილს, ჩვენს მაშინდელ დირექტორს, შეეშინდა კიდეც ეთერში გაშვება, მაგრამ გარისკა… გარისკა და გაამართლა, რადგან დღესაც ბევრი  მხვდება ჩვენს ეთერზე გაზრდილი უკვე დიდი თაობა. თუმცა ასაკობრივი ბარიერი არ ყოფილა ჩვენს გადაცემაში. ვფიქრობ, ყველასთვის ერთნაირად მარტივი და მისაღები იყო.

ჰოდა, ის სიმარტივე და ხალხი მენატრება, დადებითი ემოციების გადმოცემა და თქვენი კრიტიკა და ინტერესი… მოდი, აღვადგინოთ „სტერეო“. ეს ისე, ჩემი გულისნადები გაგანდეთ, მეგობრებო“ – წერს ხატია სიჭინავა და გულისხმობს გადაცემას, რომელიც ირინკა ხომასურიძესთან ერთად მიჰყავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები