LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს გარანტის მექანიზმი და როგორ დაგიცავთ ის, თუ ბინის ქირას დამქირავებელი აღარ გიხდით – იურისტის რჩევები

85
pxaladze

ბოლო დროს უფრო და უფრო იზრდება ფაქტები, როცა ბინის გაქირავების შემდეგ მფლობელებს პრობლემები ექმნებათ. მათ აღარც ქირას უხდიან და არც ბინას ტოვებენ. ახლა მთავარი კითხვაა, როგორ უნდა დაიცვათ თავი, არსებობს თუ არა პრევენციის გზა, ამ თემებზე ადვოკატი ნიკოლოზ ფხალაძე გვესაუბრება. ვრცლად შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოვერსიას.

პირველ რიგში, გვაინტერესებს, ძირითადად, რა პრობლემებით მოგმართავენ მოქალაქეები, ვისაც ბინა აქვს გაქირავებული?

– მოგვმართავენ კლიენტები, რომლებიც ვერ იღებენ ქირას და ვერც ბინიდან ასახლებენ დამქირავებლებს. ეს პრობლემა წლების განმავლობაში სულ იყო, მაგრამ დღეს ეს კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც ომმა განაპირობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოდინებაა და მათ აღარ აქვთ თანხა, რომ იხადონ ქირა

ხელშეკრულება რამდენად არის გარანტია, რომ გამქირავებელმა თანხა არ დაკარგოს?

– ეს აუცილებელია სამომავლოდ დავის სწორად განსაზღვრისთვის, თუმცა ხელშეკრულება არ არის საკმარისი. ეს უფრო სხვა მეთოდით უნდა იყოს გადაჭრილი. პრევენციული ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული

პრევენციაზე სანამ ვისაუბრებთ, მოვუყვეთ მსმენელს, რა პრობლემების წინაშე შეიძლება ასეთ დროს აღმოჩნდნენ გამქირავებლები?

– თუ დამქირავებელმა სამი თვის მანძილზე ქირა არ გადაგიხადათ, შეუძლია გამქირავებელს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა. ეს მთელ რიგ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე ხანგრძლივია სააღსრულებო პროცესი. ყველაზე რთული ისაა, რომ გამქირავებელი ამ ხნის მანძილზე ქირას ვერ იღებს. როცა გამოსახლება ხდება, კიდევ ვალდებულია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ედავოს დამქირავებელს, რაც ფაქტობრივად უპერსპექტივოა

არის რაიმე მექანიზმი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი?

– ორი მექანიზმია : ერთი ეს არის პრევენციული ღონისძიება და მეორე – მეტი ჩართულობა და საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები. პრევენციული შეიძლება იყოს გადამოწმება წინა მესაკუთრესთან, რამდენად სტაბილურად იხდიდა ქირას, შევამოწმოთ მისი აქტივები, რა სახსრებით აპირებს ქირის გადახდას. ასევე ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს აუცილებლად იურისტის თანდასწრებით, აქ უნდა იყოს ისეთი პუნქტები, რომ პირობითად ქირა თუ არ გადაიხადა, გამქირავებელს შეეძლოს ბინის საკეტის გამოცვლა.

ამ ყველაფრის გარდა, არის კიდევ სხვა მეთოდები რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში არ იყოს გამოყენებული, მაგრამ უცხოეთში იყოს დანერგილი?

– არსებობს გარანტის მექანიზმი . ეს რას ნიშნავს – გარანტი არის პირი, რომელიც არის დამქირავებლის ახლობელი, მეგობარი, ის იღებს პასუხისმგებლობას, თუ დამქირავებელი ქირას არ იხდის, გარანტი აგინაზღაურებთ ქირის ოდენობას. თუ რა თქმა უნდა ის უარს იტყვის ქირის გადახდაზე, ნოტარიუსთან მოხდება სააღსრულებო ფურცლის გამოწერა და მისი შემოსავლის დაკავება მოხდება. ამის მიუხედავად გამქირავებელმა მაინც უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით. ეს პრობლემა მაინც იქნება, მაგრამ გამქირავებელს ქირის თანხა მაინც ექნება მიღებული. ამ მექანიზმით კარგად შეიძლება შეფასდეს დამქირავებელი, რამდენად ენდობიან მას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g