მირიან ჩხიტუნიძის მამა წარმატებული ფერმერი იყო, აგრომეურნეობის საფუძვლებიც ბავშვობაში მისგან ისწავლა. მას შემდეგ, რაც წამოიზარდა გადაწყვიტა, თავადაც მამის საქმე გაეგრძელებინა. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა მარტივი არ არის – დღე ადრე იწყება და გვიან მთავრდება, თანაც, ისეთი რამ, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება, ყოველდღე რამდენჯერმე იჩენს ხოლმე თავს.
ასეთ და უფრო რთულ გამოწვევებთან გამკლავებაში მირიან ჩხიტუნიძეს „აგროსფერო“ ეხმარება. „ვურეკავთ კომპანიის წარმომადგენელს და ვიღებთ აგრონომიულ რჩევებს. თუ საჭიროა, გვიგზავნიან ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ჩვენი პრობლემის გადაჭრისათვის გვჭირდება“, – ამბობს მირიანი.
მირიან ჩხიტუნიძე სოფლის მეურნეობასა და „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობაზე
აგროსფერო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი დისტრიბუტორია. ის 18 წელზე მეტია პარტნიორ ფერმერებს თანამედროვე პროდუქციითა და ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს, ეხმარება მათ დანერგვაში და უწევს პროფესიულ კონსულტაციას.
R