ფოტო სლაიდზე: ვახო ქარელი/ფორმულა
„ქართული ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისი განცხადება დღეს, 9 მარტს გავრცელდა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის რეგლამენტი პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას არ ითვალისწინებს.
მისივე განმარტებით, რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შესაჩერებლად ის თავადვე უნდა ჩააგდონ მეორე მოსმენაზე.
თამარ კორძაია: მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს
„ჩვენ თავს იმისგანაც ვერ დავიზღვევთ, რომ ხვალ ისევ არ შემოიტანენ ასეთ კანონს. აბსოლუტური გარანტიები არ არსებობს. ხვალ შეიძლება „ხალხის ძალამ“ სხვა ვერსია მოიფიქროს.“
კონსტიტუციონალისტის პოსტს, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ:
„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.
გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.
რაა საჭირო?
- პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);
- მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტია გაწვევას.
ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!“, – წერს ვახუშტი მენაბდე.
„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი