LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

137
ფორტუნა (66)

სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია 19:00 საათზე მაინც გაიმართება.

როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.

საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია

მისივე განცხადებით, პროცესი არ შეჩერდება მანამ, სანამ საქართველო პროევროპულ კურსზე არ დადგება.

„რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით“ – ლევან ალაფიშვილი

„ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი. რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.“

ამასთან, სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას.

„დღეს აუცილებლად იქნება აქცია! არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც არ გვაქვს „ქართულ ოცნების“ ნდობა და რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ გარანტი ქვეყანა გახდეს დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც მოვითხოვთ ორი პუნქტის შესრულებას.

გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი იმიტომ, რომ მათი განცხადებები არის ბუნდოვანი. მათ აქვთ სახელი გატეხილი და მეორე, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით იდგნენ, იბრძოდნენ ჩვენთან ერთად და არიან დაჭერილები, სანამ ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე მარტივად აქვთ.

სანამ საქართველო არ დადგება პროდასავლურ კურსზე გარანტირებულად, პროცესები არ შეწყდება“, – განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა და „ხალხის ძალამ“ ე.წ აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად“ – ევროკავშირის წარმომადგენლობა „გავლენის აგენტების“ კანონპროექტის გაწვევაზე

ნანუკა ჟორჟოლიანი: კანონი გაიწვიეს!! ხალხთან ჯერ არავის მოუგია ომი! ესენიც დამარცხდნენ, გაიმარჯვა საქართველომ! ბავშვებო, ახალგაზრდებო, მადლობა! თქვენ მოიგეთ ეს ომი!

„კანონი გაიწვიეს! ხალხის ძალას ჯერ ვერვინ შეწინააღმდეგებია! ძალიან მრცხვენია, რომ აქციაზე მეც თქვენთან ერთად არ დავშავდი…“ – ნინი შერმადინი

დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

„კანონპროექტის შემოგდება მიშაზე დემარშის გადასაფარად იყო, ხელისუფლებაც „დემოკრატებად“ წარმოჩინდა“ – ხაჭაპურიძე