LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთავაზობს მთაწმინდის პარკი ბავშვებს 1 ივნისს?

650

ბავშვთა დაცვის დღე მთაწმინდის პარკში აღინიშნება. როგორც ”ფორტუნას” პარკის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის პარკი ბავშვებს საჩუქარს უკეთებს. 11:00 საათიდან მთელი დღის განმავლობაში პარკის მთლიან ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა საბავშვო ღონისძიება: კონცერტები, საქველმოქმედო ღონისძიებები, თოჯინების თეატრი, ილუზიონისტის შოუ, ჯამბაზები, მიმები, ანიმატორები.

მათივე ინფორმაციით, პარკში მოსულ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ სხვადასხვა კომპანიის მიერ დაწესებული პრიზები. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g