რას სთავაზობს თბილისის თავისუფალი აკადემია აბიტურიენტებს – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ აკადემიის რექტორმა სალომე პირველმა ისაუბრა.
რომელ წელს დაარსდა აკადემია?
თბილისის თავისუფალი აკადემია, საგანმანათლებლო სივრცეს 1996 წლიდან იკავებს. 2019 წელს აკადემიამ განახორციელა რებრენდინგი. მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება ორიენტირებულია აკადემიის სტრატეგიული ამოცანების დაგეგმვასა და გენერირებაზე, უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს, აკადემიის მთავარი ღირებულება – სტუდენტის აკადემიური თავისუფლებაა. აკადემიას აქვს პოტენციალი და მუდმივად ინარჩუნებს ხარისხის კულტურას, ქმნის უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას, ახორციელებს შრომისა და განათლების ბაზრის შესატყვის სასწავლო პროგრამებს, მუდმივ რეჟიმში ზრუნავს აკადემიის აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რაც სამომავლოდ სტუდენტთა მაღალი კვალიფიკაციის გარანტიაა. თბილისის თავისუფალი აკადემიის საბოლოო მიზანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა.
2019 წლიდან ვიკავებ თბილისის თავისუფალი აკადემიის რექტორის პოზიციას. ჩვენი მთავარი გამოწვევა ინსტიტუციის დამსახურებული პოზიციონირებაა კონკურენტთა შორის.
აკადემიის მისიაა მუდმივად ცვალებად ციფრულ ეპოქაში მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები. ხოლო ინსტიტუციამ შექმნას სტუდენტზე ორიენტირებული განათლება.
რა პროგრამები ხორციელდება დღეს აკადემიაში?
დღეის მდგომარეობით თბილისის თავისუფალი აკადემია ახორციელებს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, ხოლო აკრედიტაციის რეჟიმშია მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი – 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. სააკრედიტაციოდ ასევე ემზადება ორი პროგრამა – ფსიქოლოგია და ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა.
ზემოაღნიშნული პროგრამების განხორციელების საჭიროება განპირობებულია შრომის ბაზრის კვლევით მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე.
თბილისის თავისუფალი აკადემია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტრებს და აქტივობებს მიზნობრივი აუდიტორიისათვის. 2019 წლის დეკემბერში ჩაატარა ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც მოიაზრებდა სრულიად უსასყიდლოდ ერთთვიან სასერთიფიკატო კურსს, სადაც განხილული იყო სხვადასხვა აქტუალური საკითხები: რა არის ლიდერობა; საზოგადოებასთან ურთიერთობის განმსაზღვრელი აქტორები; ბრენდი და ბრენდის მახასიათებლები და ა.შ.
ამჟამად თბილისის თავისუფალ აკადემიაში მიმდინარეობს ორი პროექტი, პირველის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ინგლისურ ენაში აბიტურიენტების მომზადება, ხოლო მეორე წარმოადგენს მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის სასერთიფიკატო კურსს „ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“.
როგორც ცნობილია აკადემიაში ხშირად ტარდება კონფერენციებიც…
ჩვენთან ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, აკადემიის უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით, რაც ხელს უწყობს ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ასევე, აკადემიის მიერ გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, მუდმივ რეჟიმში ხორცილედება ერთობლივი ტრენინგები, ვორქშოპები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სხვა სახის აქტივობები.
თბილისის თავისუფალი აკადემია მუდმივად ზრუნავს სტუდენტთა საჭიროებებზე, სწორედ ამ მიზნით 2019 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოსთან. აღნიშული თანამშრომლობის ფარგლებში აკადემია უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა მუდმივ ხელშეწყობას და მათთვის სრულყოფილი პირობების შექმნას.
2020 წელს თბილისის თავისუფალმა აკადემიამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებშიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების განათლების ხელშეწყობის მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის შემთხვევაში პირველი პრიორიტეტით აკადემიის არჩევისას სტუდენტს სწავლის წლიური საფასური უფინანსდება ინსტიტუციის შიდა გრანტით, რაც უდრის მთლიანი ღირებულების 50%-ი.
რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა თბილისის თავისუფალი აკადემია?
რადგან ეს სტუდენტზე მორგებული ინსტიტუციაა; აქ სწავლის საფასური ხელმისაწვდომია; აკადემიას გააჩნია სრულიად განახლებული მატერიალურ – ტექნიკური ბაზა; აქ ხორციელდება შრომის ბაზარზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები; ჩვენ გვაქვს ბიბლიოთეკის ბეჭდურ და ელექტრონულ მატარებლებზე არსებული, მუდმივად განახლებადი მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი; აქ მიღებული განათლება გაგხდით გამორჩეულს; აკადემიაში დასაქმებულია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი; ჩვენთან არის კორპორატიული კულტურის მდგრადობა; მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის კურსდამთავრებულების 84%-ი დასაქმებულია.
გადაცემის აუდიჩანაწერი