LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთხოვს პრინცი ჯორჯი სანტა კლაუსს

116

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ახალი წლის დადგომას მოუთმენლად ელიან. ბავშვები სანტა კლაუსს წერილს სწერენ, გამონაკლისი ამ მხრივ არც ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილი -პრინცი ჯორჯია. საქმეე ისაა, რომ პრინცი უილიამი , რომელიც ამჟამად, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ვიზიტით იმყოფება, საახალწლო ბაზრობასაც ესტუმრა და სანტა კლაუსს 4 წლის შვილის წერილიც გადასცა.

 

როგორც აღმოჩნდა, პატარა მემკვიდრის თხოვნა საკმაოდ მოკრძალებულია, საშობაოდ მან  სანტას პოლიციის მანქანა სთხოვა. პრინცი ჯორჯი წერილში ასევე, აღნიშნავს, რომ ის  მთელი წლის განმავლობაში კარგად იქცეოდა და  არ ჭირვეულობდა.

დარწმუნებულები იყავით, რომ ნაძვის ხის ქვეშ, მას ნანატრი საჩუქარი აუცილებლად დახვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g