LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უნდა დააკვირდეთ ონლაინშოპინგის დროს, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ – თათია დოლიძე გადაცემაში ,,კანონის ფარგლებში”

8
Screenshot-20211116-141441-Gmail (2)

თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა ნივთი ონლაინ შეუძენია  და ხან კმაყოფილი ყოფილა, ხანაც მისი ხარისხი და ვიზუალი ფოტოზე ნანახს არ შეესაბამებოდა. არის კიდევ უფრო რთული შემთხვევები, როცა თანხა გადახდილი გაქვთ და ნივთს არავინ გაწვდით. აი, სწორედ ასეთ დროს ერთვებიან საქმეში პროფესიონალები. ერთ–ერთი ასეთია სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი თათია დოლიძე, რომელმაც გადაცემაში  ,,კანონის ფარგლებში” აღნიშნული პრობლემის შესახებ ისაუბრა.

– როცა ინტერნეტვაჭრობაზე ვსაუბრობთ, რა დროსაც შესაძლოა, მომხმარებელი თაღლითობის მსხვერპლი გახდეს – ძირითადად, რა შემთხვევები გახსენდებათ,

– იმისთვის, რომ კონკრეტული ფაქტი თაღლითობად შეფასდეს, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა არსებობდეს. რაც შეეხება, მომხმარებლების დაზარალებას, კოვიდ პანდემიის დროს გაიზარდა 30–40%–ით მომართვიანობა. არის შემთხვევები, როცა ნივთის ხარისხთან აქვთ პრობლემები. ძირითადად, ქართულ გვერდებთან დაკავშირებით ასე ხდება. არის შემთხვევები, როცა დაგვიანებით იღებს ადამიანი გამოწერილ ნივთს, თუმცა ეს პირდაპირ მოტყუებად ვერ ჩაითვლება.

– ქართული საიტებზე აქვთ ხოლმე პრობლემები თუ უცხოურზეც,

– უმეტესად – ქართულზე. უცხოურ გვერდებს ცალკე განყოფილება აქვს, სადაც შეგიძლიათ მიმართოთ, შეიძლება თანხის დაბრუნებაც, ნივთის შეცვლაც.

– დავუბრუნდეთ, მთავარ თემას – ძირითადად, რა პრობლემები ექმნებათ მომხმარებლებს,

– როგორც ვთქვით, არის ფაქტები, როცა ისეთი ნივთი არაა, რომელიც ფოტოზეა ასახული. რაც შეეხება ნივთის არ მიტანას ადრესატამდე და ასეთ დროს თანხის დაბრუნების შემთხვევას – პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენს ცენტრში ყველა ტიპის დავა გვაქვს, მაგრამ უშუალოდ ასეთი ქეისების დროს, თითქმის არ მახსენდება საქმე, რომელიც მოლაპარაკების გზით არ დასრულებულა. თუ ნამდვილად გამოვლინდა, რომ ეს ადამიანი თანხას იღებს, რათა თავისთვის გამოიყენოს და არა ნივთი გამოწეროს, ეს ყველაფერი საბოლოოდ შეიძლება ადამიანის სისხლის სამართლებრივი დევნით დასრულდეს

– ანუ მოლაპარაკების გზით რომ დასრულდეს, ამისთვის თქვენი ჩართულობაა ხო საჭირო?

– რა თქმა უნდა, ჩვენ ვასწავლით კომუნიკაციას, მთავარია, დეტალურად ავუხსნათ, რომ დაირღვა ესა და ეს პირობა, რასაც მოჰყვება მთელი რიგი ნაბიჯები. შემდეგ ვაძლევთ ვადას, რომ ამ დროში თანხა დაბრუნდეს და არ გიჩივლებთ. როგორც წესი, ისინი ხვდებიან, რომ გაქვთ ყველანაირი მტკიცებულება და აღარ ართულებენ საქმეს.

– საუბრის ბოლოს, მთავარი რჩევა რა იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის, რა გაითვალისწინოს,

– ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, შეისწავლოთ კარგად ის, ვისგანაც ნივთის გამოწერას აპირებთ. როცა შედიხართ გვერდზე, ეცადეთ რეალური მომხმარებლების კომენტარები მოძებნოთ. ხშირად, შედიხართ, ფოტოების ქვეშ არ ხედავთ კომენტარებს, ცოტა მოწონებას და ა. შ. ან არ არის კომენტარები, ან გაჩვენებთ რამდენიმე კომენტარს და ვერ კითხულობთ, ანუ წაშლილია კომენტარები. იმისთვის, რომ გაარკვიოთ ეს მომწოდებელი რამდენად სანდოა, სოციალური ქსელი ამის საშუალებას იძლევა. მეორე რჩევაა – ისეთი გვერდიდან გამოიწეროთ, რომელიც უკვე გამოცდილია თქვენი მეგობრების მიერ. ან შეგიძლიათ პირადობა გამოართვათ. ასევე როცა ანგარიშზე რიცხავთ, ამის გარკვევაც არაა დიდი პრობლემა, ვის ანგარიშზე რიცხავთ. ასე რომ ამ მხრივ, ბევრი გზა არსებობს, რათა თავი დაიცვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g