როჯერ ფედერერი და რობერტ დე ნირო შვეიცარიის ალპების ახალ რეკლამაში მონაწილეობენ. ფედერერი ურეკავს რობერტ დე ნიროს, რომელსაც მანამდე ალპების შესახებ ვიდეორგოლი გაუგზავნა, თუმცა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი ფედერერს კლიპს დაუწუნებს და ეუბნება, რომ აქ არანაირი დრამა არ არის. „თუ გსურთ დრამის გარეშე დასვენება, თქვენ გჭირდებათ შვეიცარია“, აღნიშნულია ვიდეორგოლში.