პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა ეხმაურება.
„ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ, ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით, ან ვბარდებით რუსეთს – არჩევანი ჩვენია“, – დაწერა სოციალურ ქსელში თინა ბოკუჩავამ.
„2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დავაყენებთ“ – ირაკლი კობახიძე