LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს ფეისბუქში შალვა ნათელაშვილი შვილის დაკავებაზე

781
BeFunky-collage (12)

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი, შვილის დაკავებას ეხმაურება. სოციალურ ქსელ ფეისბუქში შალვა ნათელაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მალე “როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან”.

როცა ახალგაზრდებს არბევენ და აპატიმრებენ ჩემი შვილი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და სახლში არ დაჯდებოდა. დიდი მადლობა სოლიდარობისათვის. მალე როლები შეიცვლება და დამჭერნი დასაჭერნი გახდებიან. ასეთია ისტორიული კანონზომიერება,- წერს შალვა ნათელაშვილი.

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „გაბედე“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე  აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.აქციაზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი შალვა ნათელაშვილის შვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები