LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს” – კობახიძე

291
BeFunky-collage - 2023-06-15T003808.394

რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით ასეთი რამ, მოდით, ავიღოთ დრო, დეკემბერში ევროკომისია და ევროპული საბჭო იმსჯელებენ ამ თემასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ კანონის ამოქმედებას. ჩვენ გადავწიეთ კანონის ამოქმედება მარტისთვის და მომავალი წლის 1-ელ მარტამდე ეს კანონი არ ამოქმედდება. ევროკომისია და ევროპული საბჭო თუ საბოლოო ჯამში დაადასტურებენ თანხმობას ვენეციის კომისიასთან და ამ საკითხს რეფორმების გეგმიდან თუ მოხსნიან, ამ შემთხვევაში, აქვე ვდებთ პირობას, რომ თებერვალში ეს კანონი გაუქმდება.

პუნქტი თუ უცვლელი დარჩება, მაშინ, რა თქმა უნდა, კანონი ამოქმედდება, რადგან მაშინ გამოდის, რომ სინამდვილეში, ევროკომისია და ევროპული საბჭო არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას. დეოლიგარქიზაცია, თვითონ სიტყვაც უკვე ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას.

ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ბუნდოვანების დატოვება, მოხსენით ეს პუნქტი, დეოლიგარქიზაცია და ვისაუბროთ სისტემურ რეფორმებზე ზოგად ჭრილში, მაგრამ თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და სამართლებრივად უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ზომები ოლიგარქების მიმართ.

დეოლიგარქიზაციაზე როცაა საუბარი, ჩვენ ასევე გვჭირდება კონკრეტიკა. დღეს ცოტა ბუნდოვანია ჩანაწერი 12 პუნქტში და ამით ახერხებენ სპეკულირებას, მაგალითად, კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და ათასი სპეკულაცია მოვისმინეთ. კონკრეტულად, ახლა, რასა იუკნევიჩიენე, თუ რა გვარია, არ ვიცი, ბევრს არაფერს არ წყვეტს რეალურად არც ევროკავშირში, მაგრამ სპეკულირების შანსი მიეცა ამ ქალსაც.

სამართლებრივად უნდა დადგინდეს ეს, რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი, არის ერთი, მეორე, თუ მესამე”, – აცხადებს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები