LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაში გვჭირდება ფიტნესი თუ ბოდიბილდერობას არ ვაპირებთ?

143

რატომ უნდა ვიაროთ სპორტდარბაზში თუ კი ბოდიბილდერობას არ ვაპირებთ? პასუხი ამ შეკითხვაზე არც ისეთი მარტივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენ უბრალოდ არ გვსურს ვარჯიში? ჩვენს მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია დაგარწმუნებთ, რომ ვარჯიში ეს უბრალოდ კუნთებზე ზრუნვა არაა.

 

”კუნთური ბედნიერება”

 დავიწყოთ მცირედიდან. ფიზიკური დატვირთვა დოფამინისა და მსგავსი ჰორმონების გამოყოფას უწყობს ხელს, რომელიც  სიმშვიდისა და სიამოვნების შეგრძნებას გგვრით. გარდა ამისა, ფიზიკური დატვირთვა აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მუშაობას.

 

1

 

გულის კუნთოვანი სისტემა

 ფიზიკური დატვირთვა არამხოლოდ მავნე ცხიმებს წვავს, არამედ აჩქარებს მეტაბოლიზმსაც. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორად შერჩეული ვარჯიში მთელს ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, შესაბამისად გამონაკლისი არც გულის კუნთოვანი სისტემაა, რომელიც სისხლის მიმოქცევაზეა პასუხისმგებელი. იმისათვის, რომ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პრობლემები თავიდან აიცილოთ, აუცილებელია ვარჯიში.

 

2

 

რეაქცია და კონცენტრირება

სრულიად უწყინარ დატვირთვებსაც კი შეუძლია წარმოუდგენელი შედეგი გამოიღოს. მთავარია რეგულარულად შეასრულოდ ვარჯიშები. საინტერესოა ისიც, რომ რეგულარული ვარჯიშები თქვენს რეაქციასა და კონცენტრაციაზე დადებითად აისახება.

 

42-42805941

 

ფიტნესი კურნავს სიბერეს

 მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიბერის ერთ-ერთი წამალი, სწორედ ფიზიკური დატვირთვაა. რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმში ტესტოსტერონების გამოყოფას, რომელიც რეგენერაციისთვისაა აუცილებელი. ტესტოსტერონები კი ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას.

 

4

 

გარდა ყველა ზემოთჩამოთვლილი სიკეთისა, ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას, ხელს უწყობს თქვენი განწყობის გაუმჯობესებასა და დადებითად მოქმედებს სუნთქვის პრობლემებზეც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები