დღეს პოლიტიკოს რატი სამყურაშვილის დაბადების დღეა – რატი სამყურაშვილი, რომელიც 2020 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა, დღეს 48 წლის გახდებოდა.
რატი სამყურაშვილის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსსა და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს მისი მეუღლე, მწერალი და ჟურნალისტი ეკატერინე ტოგონიძე.
„იმდენი ვევედრე ღმერთს, მოდი-მეთქი, მგონი, მართლა მოვიდა და შენ ის აირჩიე.
რატი 48“, – წერს ეკატერინე ტოგონიძე.
იმდენი ვევედრე ღმერთს, მოდი-მეთქი, მგონი, მართლა მოვიდა და შენ ის აირჩიე. რატი 48
Posted by Ekateriné Togonidze on პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
ცნობისათვის, რატი სამყურაშვილი წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა. ყოფილი პარლამენტარი 2020 წელს, 6 აპრილს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.
