რატი ამაღლობელი სოციალურ ქსელში ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” ახალი სახეების მოსაზიდად კერძო კომპანია დაიქირავა. პოეტი წერს, რომ ასეთი ე.წ. ახალი სახეები წინასწარ ეცოდება.
გთავაზობთ მის პოსტს სრულად:
“წინასწარ გული მწყდება ოცნების თითოეულ ჰიპოტეტურ “ახალ სახეზე”, “ტენდერი” რომ გამოცხადდა მათზე, რამაც ძალაუნებურად ათენის ხარკი გამახსენა მეფე მინოსისადმი და მინოტავრისადმი, ყოველ წელს 7 ვაჟი და 7 ასული.
ძვირფასებო, თქვენ გარდუვალად დაემგვანებით ოცნების “ძველ სახეებს” და ძალიან მალე გახდებით ისინი, ამიტომ კარგად დააკვირდით მათ, გინდათ თუ არა ამად ქცევა, სანამ “ოცნების” ამ მახრჩობელა ყულფში გაყოფდეთ კისერს, რომელიც თქვენს თავსა და თავისუფლებას იჭერს ჯერჯერობით”.