LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: ჩემთვის უცნობია, რატომ დატოვა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი, შევეცდები გავესაუბრო და გავარკვიო

91
რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თუ რატომ დატოვა მედიკოსმა, ზურაბ ფაღავამ ექიმების კონსილიუმის შემადგენლობა, მისთვის უცნობია. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, იგი შეეცდება ფაღავას გაესაუბროს და გაარკვიოს.

ამასთან, ბრეგაძემ კონსილიუმის წევრ ყველა ექიმს მადლობა გადაუხადა.

„რატომ დატოვა ბატონმა ფაღავამ კონსილიუმის შემადგენლობა, ჩემთვის უცნობია. ვეცდები. რომ გავესაუბრო და გავერკვიო ამ მიზეზშიც. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი კარდიოლოგმა ზურაბ ფაღავამ დღეს დატოვა.

მე-18 დაწესებულება სადაც სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ, კონსილიუმის დასკვნას არ შეესაბამება: ომბუდსმენი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g