პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, კორონავრიუსთან მებრძოლი ექიმი ლევან რატიანი „პულსი-TV“-სთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელთან გამკლავებაც მისი პროფესიის ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ.
როგორც რატიანი აღნიშნავს, ” ღვთის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი სიცოცხლის გადარჩენა“.
„ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა გგონია, რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ხშირად ყოფილა ასევე მომენტი გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარების შემდეგ გულის მუშაობა აღმდგარა. ხშირად ყოფილა მომენტი, რომ გვიფიქრია, ამას წინად გვყავდა 101 წლის ქალბატონი, როცა გვიფიქრია რატომ გადავიყვანეთ აპარატზე, ეს ხომ ჩემი ბრალია.მან ცხოვრება დაასრულა ფიზიოლოგიური მაგრამ დამდგარა მომენტი, რომ ეს ქალბატონი გაგვიწერია.
ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ორჯერ ორი ოთხი არ არის, განსაკუთრებით რეანიმაციაში, რადგან ყველა სიცოცხლესთან ვიბრძვით ბოლომდე.
როდესაც დგება პაციენტთან მომენტი, გული ჩერდება, მილოცია, რომ ღმერთო ოღონდ ამ წუთში გადამირჩინე… და ასეც მომხდარა, რადგან არის ძალა, რომელსაც ქვია ღმერთი, რომლის საშუალებითაც აკეთებ ამ ყველაფერს.
რომ არა ეს ძალა, ვერ იქნება ვერანაირი მიღწეული შედეგი ვერც ექიმისთვის და პაციენტისთვის და ეს ხშირად მიგვრძნია, რომ ჩემს უკან ვიღაც დგას და ეს არის ღმერთი”.- ამბობს ლევან რატიანი.