LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატიანი: ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რათა იმ კატასტროფამდე არ მივიდეთ, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში

143
1

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას.

როგორც რატიანმა “იმედის დღეში” განაცხადა, კოვიდვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს, რათა საზოგადოება არ მივიდეს იმ კატასტროფამდე, რომელიც არავაქცინირებულ პაციენტებშია:

“არსებობს ორი სახის იმუნიტეტი: დაავადების გადატანის შედეგად როდესაც ჩნდება ბუნებრივი იმუნიტეტი და პოსტვაქცინაციური. რა თქმა უნდა, ეს ორივე წარმოქმნის ე.წ. პოპულაციურ იმუნიტეტს, მაგრამ მე, როგორც ექიმი, არავის ვუსურვებ, კოვიდი დაემართოს, როდესაც ვაქცინა არსებობს.

ანუ, ვაქცინაცია ყველამ უნდა ჩაიტაროს, რადგან იმ კატასტროფამდე არ მივიდეთ, რაც სახეზეა არავაქცინირებულ პაციენტებში”,  – განაცხადა რატიანმა.

გული მისკდება ხოლმე, როდესაც სკამზე ჩამომჯდარ პაციენტებს ვხედავ, უჭირთ სუნთქვა… ბოლო რამდენიმე კვირა საერთოდ ადგილი არ არის კლინიკაში – ლევან რატიანი

შეგახსენებთ დღის კოვიდსტატისტიკას:  8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 4 348, ხოლო გარდაიცვალა — 74 ადამიანი.

8 ნოემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 005 229 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 049 193 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.9 %-ია.

სრულად ვაქცინირებულია 952 831 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 33.4%-ია.

6 ნოემბერს 1 204 ადამიანი აიცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g