LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატის ბარში“ 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

219
ალე­კო შა­კი­აშ­ვი­ლი

2025 წლის 11 მაისს, „რატის ბარში“ მოკლული 18 წლის ახალგაზრდის, ალეკო შაკიაშვილის საქმეზე ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ რაჯი პაკელიანს კი მუხლი გადაუკვალიფიცირდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ „რატის ბარში“ ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა…“ – „რატის ბარში“ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 18 წლის ალეკო შაკიაშვილი 2025 წლის 11 მაისს „რატის ბარში“ მოკლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, დაახლოებით 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

„დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული – განზრახ მკვლელობა – აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“, – განაცხადეს პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს.

„მხარი გაკრა თურმე შემთხვევით და ამას მოყვა ანგარიშსწორება“ – ცნობილია ბარში მოკლული 18 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g