LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ აჩუქა ფეხსაცმელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დავით ცინცაძეს: „მითხრა, ამ ზამთარში კედებით რომ მოხვედი, შეგცივდება, ეს რა გაცვიაო…“

177
დათო ცინცაძე და ილია მეორე

„შავნაბადას“ ხელმძღვანელი, მუსიკოსი დავით ცინცაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაკავშირებით ჟურნალ „სარკესთან“ (16 აპრილის ნომერი) საინტერესო ამბავს იხსენებს:

„ერთხელ უწმინდესმა ფეხსაცმელი მაჩუქა. წვიმიანი დღე იყო და კედებით მივედი. მითხრა, ამ ზამთარში კედებით რომ მოხვედი, შეგცივდება, ეს რა გაცვიაო. დედაოს უთხრა, გამოუტანე ფეხსაცმელიო. რომ ჩავიცვი, შეამჩნია, დიდი მქონდა და მკითხა, დიდი გაქვსო? ხომ არ მოვატყუებდი და კი-მეთქი, ვუპასუხე. დედაოს უთხრა, დიდი წინდები გამოუტანეო. მამობრივ ზრუნვას იჩენდა ჩვენი გუნდის ყველა წევრის მიმართ, მე კი არ ვიყავი რამით გამორჩეული.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g