გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დედა მოწმის სახით გამოკითხვაზე უარს აცხადებს. თამუნა შალვაშვილმა სასამართლოში გამოცხადებასა და ჩვენების მიცემაზე უარი წერილობით სახით განაცხადა. ინფორმაცია “ფორტუნასთან” ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ დაადასტურა.
მისივე განმარტებით, შალვაშვილმა წერილში მოტივად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მიუთითა.
ადვოკატის თქმით, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედისთვის მძიმეა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც მისი შვილის მკვლელობისთვის არიან ბრალდებულები.
მტერი იყოს ისე, როგორც დღეს გიორგი შაქარაშვილის მშობლები არიან: მირიან ნიკოლაძე
თამუნა შალვაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოს წერილობით მიმართა, თუმცა ნიკოლაძისთვის ამ ეტაპზე უცნობია, სასამართლომ გაითვალისწინა თუ არა დედის თხოვნა და მოიხსნა თუ არა ის ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან.