LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ამბობდა საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე უარს ნატო გელაშვილი: „ეს ჩემი გიო ხუციშვილის თხოვნაც იყო. როცა მას ვარსკვლავს უხსნიდნენ, უნდოდა, ორივეს ვარსკვლავი ერთდროულად გახსნილიყო…“

471
ნატო გელაშვილი

ნატო გელაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ამხელს, რატომ არ სურდა, რომ მისთვის ვარსკვლავი გაეხსნათ. ცნობილია, რომ დათო ოქიტაშვილს საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, კომპოზიტორი ვარსკვლავის გახსნაზე რომ დაეთანხმებინა.

ნატო გელაშვილი:  

„არ მიყვარს პომპეზურობა. ვარსკვლავის გახსნა უდიდესი პასუხისმგებლობაა, შენმა შემოქმედებამ დროს უნდა გაუძლოს, წლებმა უნდა დაამტკიცოს, რომ ისეთი ღირებული შექმენი, რაც შენი მსმენელისთვის მოსასმენად ყოველთვის სასიამოვნოა და ახალ თაობასაც მოეწონება.

მე არ ვარ მომღერალი. სპონტანურად ავმღერდი. გიორგიზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა სიმღერა „დედაშვილობა“ ნეკა სებისკვერაძესთან ერთად შევასრულე. ჩემი სიმღერებიდან მხოლოდ იმას ვმღერი, რაც ჩემთან ძალიან ახლოა. არ მაქვს დიდი დიაპაზონის ხმა, ცოტა ხრინწიც მომდევს. მსმენელს მაინც მოსწონს, უყვარს. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გულწრფელი ვარ, იმას გამოვხატავ, რასაც განვიცდი და ერთ მისხალსაც არ ვიტოვებ გულში.

უბედნიერესი ვარ, ჩემი შემოქმედება ჩემმა მსმენელმა რომ გაითავისა, შეიყვარა. სიყვარულს ვგრძნობ ყველგან და ამაზე დიდი ჯილდო ბუნებაში არ არსებობს. რა არის ვარსკვლავი ამასთან შედარებით? რატომ უნდა შემეწუხებინა საზოგადოება, ნახეთ, ვარსკვლავს მიხსნიან-მეთქი? არც ვაპირებდი, მაგრამ დათოსთან ერთად მეგობრებმაც არ მოისვენეს, მუდმივად მთხოვდნენ, დავთანხმებულიყავი. ეს ჩემი გიო ხუციშვილის თხოვნაც იყო. როცა მას ვარსკვლავს უხსნიდნენ, უნდოდა, ორივეს ვარსკვლავი ერთდროულად გახსნილიყო, მაშინაც უარი ვთქვი. ახლა, როგორც იქნა, გავტეხე ნავსი და ეს დღეც დადგა – მღელვარე, ბედნიერი, ცრემლიანი, უდიდესი ემოციებით სავსე…“

ფილარმონიის წინ ნატო გელაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

დათო ოქიტაშვილი: „ამ საღამომ წამიყვანა სადღაც, ამქვეყნიერი არ ვიყავი, ვიტირე, ვიცინე, არ ვიცი რა მჭირდა..მადლობა რაც მთავარია დღის გმირს ჩემს დას – ნატო გელაშვილს“

„მთავარია, გულით ვაკეთეთ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე, რომ თქვენამდე სიყვარული მოგვეტანა“ – ნატო გელაშვილის ემოციური მადლობა ვარსკვლავის გახსნის შემდეგ

ვიდეო: „ბაჯბაჯას დებიუტიც შედგა“ – ნატო გელაშვილის ვარსკვლავის გახსნის კონცერტზე სცენაზე მისი შვილიშვილი გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g