LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ დადიან ავტობუსები ჭავჭავაძეზე შუა გზაზე?

370
102398061-2595434570731097-8591869427522207744-n

დაანონსებიდან ერთი თვე გავიდა, თუმცა ჭავჭავაძეზე ავტობუსები კვლავ ძველ ზოლში მუშაობენ, გაჩერებები კი შუა გზაზეა დამონტაჟებული.

მიზეზი საგზაო მონიშვნების არარსებობაა – რეაბილიტირებულ გამზირზე პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

მერიაში ამბობენ, რომ საგზაო მონიშვნების დასრულება ერთ კვირაში იგეგმება. სწორედ ამ დროიდან იმოძრავებს სატრანსპორტო ზოლის შუაში ავტობუსები, რაც თბილისისთვის სრულიად ახალი პრაქტიკა იქნება.

წესით, მონიშვნები ამ დრომდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ პროცესი ამინდების გამო გახანგრძლივდა.

ახლაც, თუ წვიმიანი ამინდები არ იქნება, დედაქალაქის მთავრობაში “ფორტუნასთან” აცხადებენ, რომ ერთ კვირაში მონიშვნების დასრულებისთანავე, ტრანსპორტი მისთვის განკუთვნილ ზოლში იმოძრავებს.

იხილეთ ამ თემაზე “ფორტუნას” სტატია:

ავტობუსები შუა გზაზე ორ კვირაში ივლიან: რას ელიან ექსპერტები ჭავჭავაძეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g