„მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა. საკითხი ასე დგას – გადარჩება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში წამებას და შენარჩუნებული იქნება თუ არა, მისი ჯანმრთელობა იმ დონეზე, რომ შეძლოს ნორმალური პოლიტიკური თუ სამოქალაქო საქმიანობა”, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ შეკითხვას, რატომ არ წარადგინა ექსპრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა, როგორც ეს წინა დღეებში, ამავე პარტიის წევრების მხრიდან იყო დაანონსებული.
სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
რომან გოცირიძის განცხადებით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში იქნას გადაყვანილი.
“დავიკელი 12 კგ, კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი.. პრაქტიკულად ვერ ვიღებ საკვებს” – სააკაშვილი
“სააკაშვილის ჯანმრთელობის შენარჩუნების სხვა მეთოდი არ არსებობს. მაგრამ ხელისუფლება ბოროტად იქცევა. ესაა წამება, დასჯა და პოლიტიკური დევნის პარალელურად მასზე მიმდინარეობს ფიზიკური დევნა”,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის გეგმას, გოცირიძე ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია და რა ფორმით შესრულდება ოპოზიციის ეს მოთხოვნა, მოქალაქეების განწყობასა და ოპოზიციის მუშაობაზეა დამოკიდებული.