საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000 ადამიანი წავიდა, მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში დიდი ბელადის, სტალინის სამშობლომ პოსტსაბჭოთა სივრცეში პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
გადარჩენილებიდან კი, ვინც ომის შემდგომ გაჭირვება და უამრავი დაბრკოლება გამოიარა, ძალიან ცოტანი დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ საბჭოთა წითელი დროშა დაცემული რაიხსტაგის თავზე ქართველმა მსროლელმა მელიტონ ქანთარიამ აღმართა სერჟანტ მიხეილ ეგოროვთან ერთად. ეს 1945 წლის 30 აპრილს მოხდა.
ბოლო წლებში საქართველოში სულ მიდის იმაზე მსჯელობა, როდის უნდა ვიზეიმოთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
გერმანელებმა უპირობო კაპიტულაციის აქტს 1945 წლის 8 მაისს, ევროპის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მოაწერეს ხელი.
ამ დროს საბჭოთა დედაქალაქში, მოსკოვში უკვე 9 მაისი იყო. 9 მაისს გამთენიისას რადიომ თბილისშიც გადმოსცა, რომ ომი დამთავრდა.
ამიტომ გამარჯვების დღე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში 9 მაისს აღინიშნება.
ევროპაში კი გერმანელებზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ.
კორონავირუსის გამო, თბილისში ვეტერანები ძველებურად ვეღარ აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვებას.