სალომე კასრაძის პოდკასტის სტუმარი ფსიქოლოგი ზურა მხეიძე იყო, სადაც სიყვარულის, ურთიერთობების ფსიქოლოგიასა და იმ კანონზომიერებებზე ისაუბრა, რომლებიც ადამიანების ქცევებსა და ემოციებს მართავს.
წამყვანმა გამოკვეთა თემები, რომლებიც თანამედროვე ქალებს აწუხებთ – მათ შორის, წარმატებული, განათლებული და კარიერულად შემდგარი ქალების განცდები სიყვარულის ნაკლებობის შესახებ.
კითხვაზე, რას ეტყოდა ზურა მხეიძე ასეთ ქალებს, რომლებიც სიყვარულის დანაკლის გრძნობენ, ფსიქოლოგმა უპასუხა, რომ ურთიერთობები მოითხოვს გაცნობიერებულ მიდგომას და მუდმივ სწავლას – ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, სადაც ადამიანი წარმატებას აღწევს.
„თუ მინდა ვიღაც კაცმა ყურადღება მომაქციოს, მე უნდა ვიცოდე, უნდა გავიგო, როგორ აზროვნებს, რაზე რეაგირებს. ესე ვიჯდე და რატომ არ მაქცევენ ყურადღებას – არ გამოდის. ურთიერთობა ძალიან კარგი გამოდის, როდესაც შენს პარტნიორს იცნობ, კარგად გესმის მისი. რატომ ჩხუბობს, რატომაა გაბრაზებული… ამიტომ იმაში წარმატებული რომ ხარ, ამაშიც შეიძლებოდა რაღაცეები გესწავლა,“ – აღნიშნა ზურა მხეიძემ.
