ექიმი არჩილ მარშანია აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, რომელიც წითელა-წითურა-ყბაყურას აცრას ეძღვნება და ხსნის, რატომ არის საჭირო მისი აუცილებლად გაკეთება.
გთავაზობთ მის სტატუსს:
„წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა (MMR).
რატომ 3-კომპონენტიანი ვაქცინა და არა ცალ-ცალკე?
ახლა გადაცემას ვუყურე სადაც წამყვანმა დასვა შეკითხვა და უბრალოდ, შემდეგ საუბარი გაიწელა და პასუხი ამ შეკითხვაზე გამორჩათ.
მოდი, მოკლედ ავხსნათ რატომ ვაკეთებთ წითელა-წითურა-ყბაყურას ერთად და არა ცალ-ცალკე:
1 – პირველ რიგში, დისკომფორტი, სტრესი ბავშვისთვის, ყველა ცალკე რომ კეთდბოდეს მოგვიწევდა 6 ინექციის გაკეთება (თითოეულზე ორჯერ);
2 – კომბინირებული ვაქცინის (MMR) უსართხოებაც და ეფექტურობაც კარგად შესწავლილია, ათეულობით წლების განმავლობაში, მილიონობით ადამიანზე და ჩვენ დადასტურებულად ვიცითლ რომ ის უსაფრთხოა და ეფექტური.
მაშინ როცა ცალკე აღებულად თითო ვაქცინა არ კეთდება არც ერთ ქვეყანაში (მხოლოდ განსაკუთრებულ და გამონაკლის შემთხვევებში), შესაბამისად, არც დაკვირვება და რაიმე გამოცდილება არსებობს ამის;
3 – ცალკე აღებული ერთი დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა ვერ იქნება ისეთივე დამცველობითი, რადგან ვთქვათ თუ გავიკეთებთ მხოლოდ წითელას ვაქცინას, სანამ გავა რაღაც პერიოდი მეორე და მესამე ვაქცინამდე, ჩვენ კვლავ ვრჩებით წითურას და ყბაყურას რისკის ქვეშ;
4 – კომბინირებული ვაქცინის შექმნამდე როდესაც წითელა და წითურა ცალ-ცალკე კეთდებოდა, ბავშვები ურფრო მეტი სიხშირით ავადდებოდნენ წითურათი და თანდაყოლილი წითურას სიხშირეც მაღალი იყო, კობინირებული ვაქცინის შემდეგ ეს პრობლემა უმეტესწილად მოგვარდა;
5 – ცალ-ცალკე ბევრი ინექციის გაკეთება ხელს შეუშლის საყოველთაო მოცვას (გრაფიკი რომ კარგად შესრულდეს და ბევრმა გაიკეთოს ვაქცინა), რადგან 6 ინექციის სხვადასხვა დროს მიღება და ამ გრაფიკის შესრულება სხვადასხვა მიზეზით უფრო რთული იქნება ვიდრე ორი ინექციის გაკეთება.
ამას ადასტურებს დაკვირვებაც, ერთ-ერთი კარგი შედეგი კომბინირებული ვაქცინისა რაც მოხდა იყო ის რომ მოცვა გაიზარდა და გრაფიკის შესრულება გამარტივდა.
შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი, არც ლოგიკური და არც სამეცნიერო მიზეზი რომ ეს ვაქცინები გავიკეთოთ ცალ-ცალკე და არა კომბინირებულად.
წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინა ეფექტურია და უსაფრთხო, ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენს შვილებს ამ დაავადებების ისეთი გართულებებისგან როგორიც არის თავის ტვინის ანთება, სიყრუე, ფილტვების ანთება და სიკვდილიც.
ასევე საყოველთაო მოცვით, ანუ რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ჩვენ ვქმნით საზოგადოებრივ იმუნიტეტს და ხელს ვუშლით დაავადების გავრცელებას, შესაბამისად, პასიურად ვიცავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ვერ იკეთებენ ვაქცინებს სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგალითად, შიდსით დაავადებული ადამიანები, სიმსივნეებით დავადებული ადამიანები, ადამიანები რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს, ადამიანები რომლებსაც აქვთ მწვავე ალერგიული რეაქციები და ა.შ.)
#მითებივაქცინებზე #კომბინირებულივაქცინა
#აცრამუშაობს
#აცერიდადაიცავი“