LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არის ჩინური ვაქცინა კარგი – გამყრელიძის განმარტება

212
amirani 55

ინდოეთი და ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე და იქვე განმარტავს, რატომ შეიძლება საქართველომ გააკეთოს არჩევანი ჩინურ ვაქცინაზე.

„ჩინური ვაქცინა გამოიყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩინეთში, თურქეთსა და სერბეთში. 

ორივე ჩინური ვაქცინა „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის აღიარებას ელოდება“. – აცხადებს გამყრელიძე. 

მანვე განმარტა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ამ დრომდე საქართველოში შემოდიოდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყო აღიარებული.

„საქართველოში, ბავშვებში რა ვაქცინესაც ვიყენებთ, ყველა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული. ამიტომ ვცდილობთ, ყველა ვაქცინა, რომელიც შემოდის, იყოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული“.- ამბობს გამყრელიძე. 

მისივე თქმით, მსოფლიოში წარმოებულ ვაქცინების უმეტესობა ინდოეთში იწარმოება.

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული  დაახლოებით, 250 ვაქცინიდან (კოვიდზე არ მაქვს საუბარი), 114 მოდის ინდოეთზე. 20 მოდის სამხრეთ კორეაზე. ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინა იწარმოება. აქვს ვაქცინების მწარმოებელი რამდენიმე ქარხანა.

ერთ-ერთია ინდოეთის სერუმის ინსტიტუტი. რომელიც ვაქცინების წარმოების ერთ-ერთი უძველესი ქარხანაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობით „ასტრაზეენეკას“ ვაქცინა იწარმოება ინდოეთში. ასევე ინდოეთში იწარმოება „კოვაქსინი“.  ინდოეთი შედის პირველ ხუთ ქვეყანაში, რომელსაც ბევრი აცრილი ჰყავს“. – ამბობს გამყრელიძე.

მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ: თამარ გაბუნია

გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი ადამიანია აცრილი.

„ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობით, პირველ ადგილზეა აშშ- ი. მათ 90 მილიონი ადამიანი ჰყავთ აცრილი. აშშ-ში გამოიყენმება მხოლოდ 2  „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინა.

შემდეგ მოდის ჩინეთი, რომელსაც 552  მილიონი ადამიანი ჰყავს აცრილი. იქ ძირითადად გამოიყენება „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, თუმცა ჩინელებს აქვთ უკვე 5 ვაქცინა განვითარებული და მიმდინარეობს კვლევები.

ბრიტანეთში, მოსახლეობის 20 მილიონი ადამიანია აცრილი. ქვეყანაში  3 ვაქცინას იყენებენ, „ფაიზერს“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“.

შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანების რაოდენობით მოდის ინდოეთი და თურქეთი.

თურქეთი მოსახლეობას ჩინური ვაქცინით ცრის. (10 მილიონამდე ადამიანი ჰყავს აცრილი). ჩინური ვაქცინა გამოიყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩინეთში, თურქეთში და სერბეთში“, – ასე პასუხობს გამყრელიძე კითხვას, რატომ შეიძლება საქართველომ არჩევანი ჩინურ ვაქცინაზე გააკეთოს.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი გაიზარდა, ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და შიდა ქართლში გამოვლინდა – 9 მარტის კოვიდსტატისტიკა

პირბადის ტარების მაჩვენებლის 43%-ზე ჩამოსვლა საგანგაშოა, განსაკუთრებით შემსუბუქების ფონზე: ამირან გამყრელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g