„გირჩი- მეტი თავისუფლება“ სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ აუდიტის სამსახურმა დაუდასტურა.
უწყების ცნობით, პარტიის დაჯარიმების მიზეზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შემოწირულობის შესახებ ინფორმაციისა და წლიური დეკლარაციის წარმოუდგენლობა გახდა .
„წლების განმავლობაში „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო ჯარიმდებოდა, თუმცა პარტიას ჯარიმა არც ერთხელ არ გადაუხდია. შესაბამისად, ჯარიმა დაგროვდა და ახლა მათ უკვე გადასახდელი აქვთ 170 ათასი ლარი“. – განუცხადეს „ფორტუნას“ აუდიტის სამსახურში.
პარტიის დაჯარიმების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა „გირჩი- მეტი თავისუფლების“ წევრმა ბორის ყურუამ.
„აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ დაგვაჯარიმა 5000 ლარით. ძალიან ვინერვიულეთ, 165 000 ლარის ნაცვლად ახლა 170 000 ლარია ჯარიმა და მაგას მართლა ვერ გადავიხდით“. – წერს პარტიის წევრი, ბორის ყურუა.