როგორც ცნობილია, დღეს დილიდან გაყიდვაში ჩაეშვა გახმაურებული Apple, iPhone 6S და iPhone 6S Plus. აღარაფერს ვიტყვი iPhone -ის ფანების გათენებულ ღამეებზე და გრძელ რიგებში დგომაზე. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა მოდელის გამოსვლას გაცილებით უფრო დიდი აჟიოტაჟი მოყვა, რომ არ განმეორებულიყო მსგავსი თავპირისმტვრევა Apple-ის მაღზიებთან, კომპანიამ ონლაინ შეკვეთებზე გააკეთა აქცენტი და შესაბამისად გაყიდვების პროცესიც მშვიდად მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ PhoneBuff -მა ვიდეო წარმოადგინა, სადაც ეს ორი ახალი მოდელი გამძლეობის ტესტს აბარებს. თუ თქვენ უკვე ხართ Apple, iPhone 6S ან iPhone 6S Plus-ის მფლობელი, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო და გაითვალისწინეთ დროპ-ტესტის შედეგები.